© UNICEF/UNI141748/Schermbrucker

ეს ინტერაქტიული კურსი შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ, გარემოს და ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ ჯანდაცვის სექტორისთვის შექმნილ სასწავლო პაკეტზე დაყრდნობით. იგი წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე ჰარმონიზებული და ექსპერტთა მიერ რეცენზირებული მასალების სრულ კრებულს ბავშვთა ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედებასთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე. კურსის მონაწილეები უკეთ შეძლებენ ამოიცნონ, თავიდან აიცილონ, დაადგინონ და მართონ გარემოს საფრთხეებთან დაკავშირებული ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობები. დამატებითი რესურსებისთვის ეწვიეთ ბავშვთა ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის ირგვლივ თანამშრომლობის პორტალს.
| This course is available in the more languages: | |
|---|---|
| English | Introduction to Children's Environmental Health |
| French | Introduction à la santé environnementale des enfants |
| Russian | Введение в экологическое здоровье детей |
| Spanish | Introducción a la salud ambiental infantil |
სწავლის შედეგები
ამ კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ:
- აღწეროთ გარემო ფაქტორების გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და კეთილდღეობაზე
- შეაფასოთ ბავშვების განსაკუთრებული მოწყვლადობა გარემოს საფრთხეების მიმართ
- ამოიცნოთ არსებული და მოსალოდნელი გარემოს რისკ-ფაქტორების ნიშნები, მათთან დაკავშირებული სიმპტომები და დაავადებები
- შეაგროვოთ პედიატრიული გარემოს ანამნეზი
- განსაზღვროთ და მოიპოვოთ ინფორმაცია პედიატრიული გარემოს საფრთხეებზე
- ეფექტურად განიხილოთ გარემოს რისკები პაციენტებთან, ოჯახების წევრებთან, პოლიტიკის შემმუშავებლებთან, პედაგოგებთან და საზოგადოებასთან, მათთვის გასაგები და მოკლე ინფორმაციის მიწოდებით შესაძლო საფრთხეებისა და რისკის შემცირების სტრატეგიების შესახებ
სამიზნე აუდიტორია
- პირველადი ჯანდაცვის მუშაკები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან
- სამედიცინო და საექთნო სასწავლებლების სტუდენტები
- ჯანდაცვის სამინისტროების, დეპარტამენტებისა და სააგენტოების პოლიტიკის შემმუშავებლები და მენეჯერები
- UNICEF-ისა და WHO-ს თანამშრომლები
ხანგრძლივობა
ეს არის თვითსწავლის კურსი დროის შეზღუდვის გარეშე. თითოეული მოდულის დასრულებას საშუალოდ 2–3 საათი სჭირდება.
მეთოდოლოგია
კურსი მოიცავს კურსის მიმოხილვას და 10 მოდულს, რომლებიც რეკომენდებულია თანმიმდევრულად გაიაროთ სწავლის შედეგების მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად. თითოეული მოდული დაყოფილია რამდენიმე გაკვეთილად და მის დასრულებას დაახლოებით 2–3 საათი სჭირდება.
მოდულები მოიცავს:
- სასწავლო მიზნებსა და შედეგებს
- განახლებულ გლობალურ მონაცემებს, რუკებსა და გრაფიკებს
- ვიდეომასალებს, რომლებიც აჩვენებს ჯანმრთელი გარემოს მნიშვნელობას ბავშვებისთვის
- ინტერაქტიულ სასწავლო ელემენტებს, მათ შორის შესაძლებლობას, შეისწავლოთ ქვეყნის მიხედვით ბავშვთა ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების შესახებ მონაცემები
- პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც ასახავს ბავშვების ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების შემცირების გზებს
- ძირითად გზავნილებს
- პრაქტიკულ მითითებებს, ინსტრუმენტებსა და ჩამოსატვირთ რესურსებს ჯანდაცვის მუშაკებისთვის
- მითითებული ლიტერატურის სრულ ჩამონათვალს
- ქვიზებს ცოდნის შესამოწმებლად
- ხელმისაწვდომ კონტენტს კლავიატურით ნავიგაციის სრული ინსტრუქციებით
მსმენელებმა, რომელთაც სურთ UNICEF-ისა და WHO-ს ელექტრონული სერტიფიკატის მიღება, ყველა ქვიზში უნდა მიიღონ მინიმუმ 80% და შეავსონ კურსის ბოლოს არსებული კითხვარი.
სტრუქტურა
ეს კურსი წარმოადგენს შესავალს იმ პრინციპებისა და ინტერვენციების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ბავშვთა ჯანმრთელობის დასაცავად გარემოს საფრთხეებისგან, მათ შორის ჰაერის დაბინძურების, ქიმიური ნივთიერებების, მძიმე მეტალების, არასათანადო ხარისხის წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის, ასევე კლიმატის ცვლილების ზეგავლენისგან. კურსი შედგება შემდეგი მოდულებისგან:
- კურსის მიმოხილვა
- რატომ ბავშვები: გლობალური გარემო და ბავშვთა ჯანმრთელობა
- ქიმიური ნივთიერებები და ბავშვთა ჯანმრთელობა
- ტყვია და ბავშვთა ჯანმრთელობა
- ვერცხლისწყალი და ბავშვთა ჯანმრთელობა
- პესტიციდები და ბავშვთა ჯანმრთელობა
- ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები და ბავშვთა ჯანმრთელობა
- ჰაერის დაბინძურება და ბავშვთა ჯანმრთელობა
- გლობალური კლიმატის ცვლილება და ბავშვთა ჯანმრთელობა
- წყალი, სანიტარია და ჰიგიენა (WASH) და ბავშვთა ჯანმრთელობა
- პედიატრიული გარემოს ანამნეზი
მადლიერება
UNICEF და WHO მადლობას უხდიან WHO-ის ჯანმრთელობის სექტორისთვის შექმნილი სასწავლო პაკეტის ყველა ავტორსა და შემფასებელს, რომლის საფუძველზეც ეს ელექტრონული კურსია შემუშავებული. დეტალური მადლიერების ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ შესაბამისი მოდულები.
ელექტრონული კურსის საერთო ხელმძღვანელობა და მიმართულება: Desiree Narvaez (UNICEF), Abheet Solomon (UNICEF), Marie-Noël Bruné Drisse (WHO) and Lesley Onyon (WHO).
მიმოხილვა და ელექტრონული კურსის ფორმატზე ადაპტაცია: Maria Brown (UNICEF), Desiree Narvaez (UNICEF), Julia F. Gorman (WHO), Marie-Noël Bruné Drisse (WHO), Madeline West (UNICEF) and Jose Bueno (UNICEF).
Module cover photo copyright information: QUO, Small World Stories and Annalisa Corsi (WHO)Module cover photo copyright information:
Course Overview: © UNICEF/UN0349180/Noorani
Why Children: The Global Environment and Children’s Health: © UNICEF/UN0215255/Schermbrucker
Chemicals and Children's Health: © UNICEF/UN0213860/Phelps
Lead and Children's Health: © UNICEF/UN0236711/Seng
Mercury and Children's Health: © UNICEF/UN0725175/Yusuf
Pesticides and Children's Health: © UNICEF/UN0713629/Hudak
Electrical/Electronic Waste and Children's Health: © UNICEF/UN0319200/
Air Pollution and Children's Health: © UNICEF/UN0538989/Panjwani
Global Climate Change and Children's Health: © UNICEF/UN0144148/Abramson
Water, Sanitation and Hygiene (WASH) and Children's Health: © UNICEF/UN0713581/Dejongh
The Paediatric Environmental History: © UNICEF/UN0844466/
Evaluation and Certificate: © UNICEF/UN0348802/Abdul
პასუხისმგებლობის შეზღუდვის განაცხადი
© UNICEF and WHO, 2024
ეს ელექტრონული სასწავლო კურსი განკუთვნილია ჯანდაცვის მუშაკების მოსამზადებლად ბავშვთა ჯანმრთელობასა და გარემოს შორის არსებული კავშირის საკითხებზე. კურსი შექმნილია თვითსწავლის რეჟიმისთვის.
ამ ელექტრონულ სასწავლო კურსში გამოყენებული აღნიშვნები და მასალის წარმოდგენის ფორმა არ გულისხმობს UNICEF-ის ან WHO-ის მხრიდან რაიმე მოსაზრების გამოხატვას რომელიმე ქვეყნის, ტერიტორიის, ქალაქის ან რეგიონის, ან მათი ხელისუფლების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, ასევე მათი საზღვრების ან სასაზღვრო ზოლების განსაზღვრასთან დაკავშირებით. რუკებზე დატანილი წერტილოვანი და წყვეტილი ხაზები აღნიშნავს მიახლოებით სასაზღვრო ხაზებს, რომელთა შესახებ შესაძლოა ჯერ კიდევ არ არსებობდეს სრული შეთანხმება.
კონკრეტული კომპანიების ან გარკვეული მწარმოებლების პროდუქციის ხსენება არ ნიშნავს, რომ ისინი UNICEF-ის ან WHO-ის მიერ მხარდაჭერილი ან რეკომენდებულია სხვა მსგავს პროდუქტებს შორის, რომლებიც ტექსტში არ არის მოხსენიებული. გარდა შემთხვევითი შეცდომების ან გამორჩენისა, ბრენდული პროდუქტების სახელები გამოყოფილია დიდი ასოებით.
UNICEF-მა და WHO-მ მიიღეს ყველა გონივრული ზომა ამ ელექტრონულ სასწავლო კურსში წარმოდგენილი ინფორმაციის გადასამოწმებლად. თუმცა, კურსი ხელმისაწვდომია ყოველგვარი პირდაპირი თუ ირიბი გარანტიის გარეშე. კურსის ინტერპრეტაციასა და გამოყენებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მკითხველს. არცერთი გარემოების შემთხვევაში UNICEF ან WHO არ აგებს პასუხს კურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ შესაძლო ზიანზე.
ამ ელექტრონული სასწავლო კურსის ნებისმიერი ნაწილის რეპროდუცირებისთვის აუცილებელია ნებართვის მიღება. ნებართვის მოთხოვნები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: nyhqdoc.permit@unicef.org.
საკონტაქტო ინფორმაცია
შინაარსთან დაკავშირებული საკითხები: ceh@unicef.org
